aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მკაცრი ხელი და იძულება ზოგჯერ ეფექტიანია, მაგრამ ჩვენ ამაზე უარი ვთქვით” – ცერცვაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“დავუშვათ, ექთანი აიძულეს და ასეთი ბრძანებები იყოს დაწერილი, თქვენ წარმოიდგინეთ რამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია წამოწევს თავს და იტყვის, რომ ადამიანის უფლებები და თავისუფლება ილახება. ვაქცინის გაკეთება- არგაკეთება ადამიანის პირადი უფლებაა”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

“ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის უფლებები რომ დარღვეულიყო, არასამთავრობო ორგანიზაციები არ გაჩუმდებოდნენ. მკაცრი ხელი და იძულება ზოგჯერ ეფექტიანია, მაგრამ ჩვენ ამაზე უარი ვთქვით. დღეს ჩვენთან, ეს უკვე ძნელად გასატარებელია. ჩვენ იძულებით ღონისძიებებზე ალბათ, ვერ წავალთ, ალბათ, უარი უნდა ვთქვათ,” – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისათვის, 27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია ანაფილაქსიური შოკი დაუდასტურდა, გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ვაქცინაციის ფარგლებში, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკაში ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით ექიმთა კონსილიუმი გაიმართა.

მომხდარის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ექსპერტება მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.

ამასთან, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.

 

იტვირთბა....