aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მივიღეთ გადაწყვეტილება” – რაზე შეთანხმდა სამუშაო ჯგუფი მორიგ შეხვედრაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს და ახლო მომავალში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

„შედგა სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალ ადგილზე გავა სამუშაო ჯგუფი მეწყრულ ზონას გერმანელ სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერებს. ყველა სიახლეს ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას ეტაპობრივად ვაცნობებთ“, – ამის შესახებ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ განაცხადა.

თბილისის მერიის ცნობით, სამუშაო ჯგუფი მეწყრული პროცესის დაწყებისთანავე შეიქმნა და მის შემადგენლობაში მერიის შესაბამისი სამსახურები, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, ასევე, დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები შედიან.

იტვირთბა....