“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
“ნაცების დამმთავრებელმა თეა წულუკიანმა მოადგილედ ზურაბ ადეიშვილის ყოფილი პროკურორი იოსებ ბაღათურია დანიშნაო და მართალია?!” – წერს ელისო კილაძე.
შეგახსენებთ, დღეს, 19 მარტს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა.
16 მარტიდან საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორად გაიყოფა და ამიერიდან იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.