თურქეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით ქვეყანაში 6 ახალ ვაქცინაზე კვლევები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Anadolu Agency ავრცელებს.
მკვლევარები აცხადებენ, რომ კვლვევები 6 სხვადასხვა უნივერსიტეტში, ერჩიესში, ჰაჯტეპეში, ილდიზში, მარმარაში, ათათურქსა და აკდენიზში მიმდინარეობს.
მათ შორის, ზოგიერთი ვაქცინა უკვე კვლევის მეორე ფაზაშია.
ასევე, როგორც ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, ერთ-ერთი ვაქცინა ცხვირის სპრეის სახით მუშავდება. მათი განცხადებით, ეს იქნება რევოლუციური ტექნოლოგიით შემუშავებული ვაქცინის ვარიანტი.
თურქეთის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ როგორც კი ვაქცინები შესაბამის კველვის ფაზებს გაივლის, ის ფართო წარმოებაში ჩაეშვება და ბაზარზეც გამოვა.