ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სუეცის არხში გემი გაიჭედა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და დიდი საზღვაო გასასვლელი, სუეცის არხი, რომელიც ეგვიპტეში მდებარეობს დაიბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

200 000 ტონიანი გემი, რომელიც წითელი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვისკენ მიემართებოდა მეჩეჩზე დადგა და გაიჭედა. 15 – მდე სხვა გემიც, რომლებიც ამ კონტეინერმზიდის უკან მიცურავდნენ, ისინიც ბლოკადაში აღმოჩნდნენ.

გავრცელებული ცნობით, გემის მფლობელი კომპანია უკვე ინფორმირებულია ამ შემთხვევის შესახებ და მუშაობენ პრობლემის მოგვარებაზე.

150 წელზე მეტი ხნის სუეცის არხი, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზა არის, მსოფლიო საერთაშორისო გადაზიდვების 10 % -ს ატარებს.

 

იტვირთბა....