ახალი ამბები მთავარი

გუდამაყარში კლდე ჩამოიშალა – გარესამყაროს 22 სოფელი მოწყდა

გუდამაყრის ხეობაში, ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, უხვი ნალექის გამო კლდოვანი ფერდობი ჩამოიშალა. ამის შესახებ ინფორმაცია დუშეთის მუნიციპალიტეტში გაავრცელეს.

მათივე განცხადებით, შესაბამისი საიჟინრო – გეოლოგიური ექსპერტები უკვე ჩაყენებული არიან საქმის კურსში და ყველა შემდგომი ნაბიჯი ექსპერტების რჩევების გათვალისწინებით მოხდება.

„შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა, კვლავ არსებობს კლდოვანი ფერდობის ჩამოშლის საშიშროება, ამიტომ გაწმენდითი სამუშაოები ამ ეტაპზე არ დაწყებულა. მუნიციპალიტეტმა შესაბამისი რეკომენდაციებისთვის მიმართა საინჟინრო გეოლოგიური კვლევისა და რისკების შეფასების სააგენტოს, ასევე, სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს“, – ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დუშეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გარესამყაროს 22 სოფელია მოწყვეტილი.

იტვირთბა....