ამერიკულმა ღვინის კომპანიამ Murphy-Goode Winery- მ რომ კალიფორნიის ქალაქ სონომაში ერთწლიანი ვაკანსია გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
იღბლიანი კანდიდატი, რომელსაც კომპანია აარჩევს, კალიფორნიაში გადავა საცხოვრებლად და ერთი წლის განმავლობაში ხელფასთან ერთად, უფასო საცხოვრებელსაც მიიღებს. ხელფასი, კი რომელსაც დაქირავებული მიიღებს 10 000 $ – ს უტლდება.
პირველ თვეებში დაქირავებულის პოზიცია არ იქნება განსაზღვრული. პირველ ეტაპზე შერჩეული პიროვნება კომპანიის კონცეფციას გაეცნობა და ამის შემდეგ ის თავად გადაწყვეტს, თუ კონკრეტულად რა მიმართულებით გააგრძელებს ღვინის კომპანიაში მუშაობას.
ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, ეს პიროვნება მიიღებს გამოცდილებას როგორც ვაზის მოვლის, ასევე ღვინის დაყენების ტექნოლოგიების შესახებ. რის შემდეგაც თავად შეეძელება ამ საქმიანობის წარმართვა.
დაინტერესებული პირი უნდა იყოს 21 წელს ზემოთ. მან რეზიუმე ვიდეოს სახით უნდა გააგზავნოს კომპანიაში, სადაც ახსნის, თუ რატო აპირებს ამ პროექტში მონაწილეობას. ვიდეოს გაგზავნა მოხალისეებს 30 ივნისამდე შეეძლებათ. პროექტის დაწყება სექტემბერში იგეგმება.