ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ნაცმოძრაობის” წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები რამდენიმე დღის წინ საწვავის ფასის გაძვირების წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი სამართალდამცავის, გიორგი ბერაიას მოქმედებას აპროტესტებენ. როგორც აქტივისტები ამბობენ, სამართალდამცავმა ერთ-ერთ აქციის მონაწილეს  საქართველოს დროშა ჩამოართვა და მიწაზე დააგდო.

ასევე, აქციის მონაწილებმა შესაბამის უწყებაში სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის მუხლით გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება შეიტანეს. როგორც ისინე მედიასთან აცხადებენ, გიორგი ბერაიამ მის მიერ დაკავებული ათმეთაურის პოსტი უნდა დატოვოს. მათ ადგილზე პოლიციელის მოქმედების ამსახველი ფოტოები ჰქონდათ მოტანილი.

„საწვავთან დაკავშირებით მძღოლებს ჰქონდათ აქცია აეროპორტის გზაზე, ამ მანქანებს ჰქონდათ საქართველოს დროშები, ერთ-ერთმა პოლიციელმა ეს დროშა მოხსნა და უდიერად გადააგდო გვერდით. ჩვენი სიმბოლიკა შებღალა, რაც არის დანაშაული, სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლია და ითვალისწინებს 2 წლამდე პასუხისგებას.

ჩვენ შეგვაქვს შესაბამისი განცხადება შსს-ში ამ პიროვნების პასუხისგებაში მისაცემად. ჩვენი მოთხოვნაა, დაუყონებლივ იყოს გათავისუფლებული სამსახურიდან და დაიწყოს გამოძიება შესაბამისი მუხლით. ის რაც ამ ადამიანმა განახორციელა იყო დამამცირებელი ქმედება მთლიანად სახელმწიფოსთვის და მისი კოლეგებისათვის”, – განაცხადა “ნაცმოძრაობის” წევრმა, ზვიად კუპრავამ.

იტვირთბა....