ახალი ამბები მთავარი სამართალი

გოგი წულაია გლდანის ციხიდან წერილს აქვეყნებს: “მარტივად არ უნდა წამოვგებოდი პროვოკაციას”

პოლიტიკოსი გოგი წულაია, რომელსაც გამოძიება სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების ჩადენას ედავება, გლდანის პენიტენციურ დაწესებულებიდან წერილს აქვეყნებს.

წერილში, რომელიც facebook-ის მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა, წულაია საკუთარ თავს ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმარს უწოდებს.

წერილში გოგი წულაია ოპოზიციონერ ლიდერებს მიმართავს და ეკითხება, რატომ არ გააქვთ მისი პატიმრობის საკითხი უცხოელ პარტნიორებთან და არ ითხოვენ მის გათავისუფლებას.

“ჩემო მეგობრებო და მხარდამჭერებო მოგესალმებით გლდანის ციხის, საკარანტინე კორპუსის 61 საკანში მჯდომი ივანიშვილების ოჯახის პირადი პატიმარი გოგი წულაია!

პირველ რიგში რა თქმა უნდა, უნდა ითქვას, რომ აქ მთავარი არის ჩემი შეცდომის და გულუბრყვილობის ამბავი ზედმეტი ნდობის შედეგი, მაშინ როდესაც მაფრთხილებდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ყველა სფეროს წარმომადგენლები, ასე მარტივად არ უნდა წამოვგებოდი ამ პროვოკაციას, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არავისთვის ჩემი საქციელით ზიანი არ მიმიყენებია.

“თუ გინდა მოწინააღმდეგე გაანადგურო მას დააბრალე ის, რასაც მთელი ცხოვრება ებრძვის“

ჩვენდა სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში პატარ-პატარა გებელსები 21 საუკუნეშიც გადმოყვნენ, 1988 წლის შემდეგ ვარ ეროვნულ მოძრაობაში და მის მერე ვაპროტესტებ და ვებრძვი რუსეთისგან საქართველოს გაწეულ ძალადობას.

ვებრძვი და ვაპროტესტებ კომუნისტებიდან დაწყებული ბიძინა სულთნით დამთავრებული, ვებრძოდი ყველა ადამიანს, ვინც ძალადობდა მეორე ადამიანზე და ახლაც ვებრძვი ნამახვან ჰესის აშენებას რამეთუ ვთვლი, რომ ეს არის ძალადობა ბუნებაზე, ამ ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, და ზუსტად აქ მტკიცდება რომ დღესაც ჩვენ ქვეყანაში ბევრი არიან გუბელსები, გერინგები, ბერიები და ასე შემდეგ.

ახლა მივმართავ ოპოზიციის ლიდერებს, პოლიტიკოსებს იმის შიშით, რომ თურმე ევროპასთან არ დაგასმინოთ ვინმემ, რომ ქალზე მოძალადეს უცხადებენ სოლიდარობასო, ერთი სიტყვაც არ დაგისველებიათ ჩემს მხარდაჭერისათვის, თუ კი ერთხმად ყველა ვთანხმდებით და ვამბობთ, რომ გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი ( გამარჯობა , გიორგი მალე ამომწევენ კორპუსზე და გნახავ), მას პოლიციამ მოუწყო პროვოკაცია და ჩაუდო იარაღი და ჩემს შემთხვევაში პოლიციელები იყვნენ “უპატიონსესები“ და ამ “პატიოსანმა“ პოლიციელებმა სრული დაცვით დამაპატიმრეს, კი ბატონო ეგრე იფიქრეთ.

ჩვენ ყველა ერთად ვყვირივართ, რომ საქართველო სამართლიანი სასამართლო არ არსებობს და ამის გამო ნიკა მელია (გამარჯობა ნიკა ) არის პოლიტპატიმარი. როგორ ფიქრობთ მე შემხვდა პატიოსანი უმწიკვლო მოსამართლე და პატიოსნად გამასამართლა?

არ ვიცი, ეს რა ლოგიკააა და თუ ესე არ ფიქრობთ იქნებ მაღიაროთ ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად და ესეც გაიტანოთ ჩვენ მეგობრებთან, თუ როგორი კატასტროფული სიტუაცია არის ჩვენს ქვეყანაში, პოლიტპატიმრებს პირადი პატიმრებიც დაუმატეს.

რა ვიცი, რა ვიცი.

ჩემო მეგობრებო, ადამიანებო რომლებსაც გიყვარვართ და მოგწონვართ , თუ ამ საქციელის გამო ჩემდამი პატივისცემა არ გაგნელებიათ და თვლით ამ პროვოკაციის და ჩემი შეცდომისთვის ციხეში 6 წლით (ასე მიპირებენ) გატარების ღირსი არ ვარ , გთხოვთ თქვენს მხარდაჭერას !

პატივისცემით თქვენი გოგი წულაია,” – წერს დაპატიმრებული გოგი წულაია სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, პოლიტიკოსი გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს, მას გამოძიება მეგობარ  ქალზე ძალადობას ედავება. წულაიას ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდა და 138-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. თუმცა დაკავებული ბრალდებას არ ეთანხმება. უფლებადამცველები პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გოგი წულაიას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იტვირთბა....