პოლიტპატიმრების სიის საკანდალი გრძელდება
ჟურნალისტი ელისო კილაძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. კილაძის მტკიცებით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პირადად მონაწილეობდნენ მძიმე დანაშაულის მქონე პირების პოლიტპატიმრების სიაში შეყვანაში.
საქმე ეხება 2010 წელს დაკავებულ ხუთ პირს. ერთ-ერთი მათგანი ანასტასია ზაუტაშვილი 90კგ კოკაინის შემოტანისთვის დააკავეს. ამ სქემის სავარაუდო ორგანიზატორი ნუგზარ ბოჭორიშვილი, ქართველმა სამართალდამცავებმა დაუსწრებლად გაასამართლეს და დღესაც კი წითელი ცირკულარით იძებნება.
კილაძის მტკიცებით, ყველა ამ ადამიანს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
“ჩემი ინფორმაცია იყო ზუსტი: ქალბატონები – ეკა ბესელია და მანანა კობახიძე ჯერ ცდილობდნენ, ეს პირები შეეყვანათ პოლიტპატიმართა სიაში, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელებმა, ირაკლი ღარიბაშვილისა და გელა ხვედელიძის დამსახურებით, ეს პირები ამოყარეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ამის შემდეგ, კობახიძემ და ბესელიამ გააგრძელეს შეწყალების თავმჯდომარეებზე ზეწოლა, რათა მათ განსაკუთრებული წესით მოეხდინათ ამ პირების შეწყალება. კანონი ირღვეოდა – ამნისტიით სასჯელი განახევრებული ერთ მათგანსაც არ ჰქონდა. შეწყალების კომისიაში კი შედის და განიხილება მხოლოდ იმ პატიმრის განცხადება, რომელსაც მოხდილი აქვს სასჯელის ნახევარი. შესაბამისად, ანასტასია ზაუტაშვილს შეწყალების კომისიამ უარი უთხრა. ამის შემდეგ, ქალბატონი კობახიძე, ასევე, ქალბატონი ბესელია ალეკო ელისაშვილს უგზავნის იმპერატიული ტონის მესიჯს და ითხოვს, რომ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო შეიყვანონ ეს პირები შეწყალების კომიასიის განსახილველ სიაში,“ – აცხადებს “თაიმერთან“ საუბრისას ელისო კილაძე.
მისივე თქმით, არსებობს კიდევ ორი ფაქტი, სადაც პოლიტიმართა სიაში ირიცხებიან ნარკოდანაშულში გასამართლებული პირები.
„ეს გახლავთ ფრიდონ დევრიშაძე და თეიმურაზ გორდელაძე. ერთი მათგანი ორი კილოგრამი ჰეროინის შემოტანის გამო იყო დაკავებული და სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მეორეს კი 12 წელი მიუსაჯეს იმის გამო, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლა და თანამზრახველები დააჭერინა. საქმე გვაქვს წამლის „ბარიგების“ მფრაველობასთან. სირცხვილია, როდესაც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და საქართველოს პარლამეტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მფარველობენ ძალიან გახმაურებულ ნარკოსკანდალში მონაწილე პირებს. ვფიქრობ, ორივე მათგანს უნდა შეუწყდეს დეპუტატის უფელებამოსილება”. – ამბობს კილაძე.
„ქრონიკა +“-ის რედაქტორის თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გააღიზიანა მთავრობის წევრთა მხრიდან „ბარიგების“ მფარველობამ.
„მეტრონომი“ კილაძესთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მან ჩვენთან კომენტარი არ ისურვა.
„მეტრონომს“ ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი ესაუბრა. ნიკოლეშვილს ახსოვს ზაუტაშვილის საკითხი, რომელიც პოლიტპატიმრის სიაში ვერ მოხვდა. ადვოკატი იხსენებს, რომ ზაუტაშვილი პირველივე ხსენებისთანავე სიიდან ამოიღეს, თავად კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში ნიკოლეიშვილისა და კილაძის ნარატივი ერთმანეთს არ ემთხვევა.
„სანამ ეს სიები პარლამენტში მივიდოდა, რამდენიმე თვით ადრე. ვიღაცამ ახსენა ანასტასია ზაუტაშვილი. რადგან ზაუტაშვილის საქმე ძალიან გახმაურებული იყო და თან საქმე ეხებოდა ნარკოტიკებს. მისი სახელის პირველივე ხსენებაზე ის სიიდან ამოიღეს. ტყულია, ის განცხადება, რომ ზაუტაშვილი სიიდან ღარიბაშვილმა ამოიღო“.-ამბობს ნიკოლეიშვილი.
ადვოკატის მტკიცებით, ღარიბაშვილი მას ვერ ამოიღებდა, რადგან პარლამენტისთვის გაგზავნილ სიაში ზაუტაშვილი შეტანილი არ იყო.
რაც შეეხება დევრიშაძეს, მე ის მოგვიანებით, პარლამენტისთვის გაგზავნილ სიაში ვნახე. ნიკოლიეშვილის თქმით, სიების შედგენაზე ბევრი ადამიანი მუშაობდა: პოლიტიკური პარტიები, ადვოკატები, ჟურნალისტები და სხვა და თითოეულ ამ წარმომადგენელს თავისი ინტერესები ჰქონდა.
მარიამ ვარადაშვილი