aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თეა წულუკიანმა დაასახელა ის მიზეზები, რის გამოც კულტურის სამინისტრო ცალკე გამოეყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განათლების სამისნისტროს გამოეყო.

ამასთან, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, “გაყოფა ოპტიმალური უნდა იყოს იმისთვის, რომ ყველა დარგს სათანადო ყურადღება მიექცეს“.

“დარგობრივი კომიტეტიდან შესაძლებლობა მქონდა ჩამეხედა ამ სამინისტროს საქმიანობაში და ცალსახა იყო, რომ რაც არ უნდა დიდი დრო, ძალისხმევა, კონკრეტულად მინისტრს, ბატონ ჩხენკელს და მის გუნდს დაეხარჯათ ამ მიმართულებებზე ( კულტურასა და სპორტს ვგულისხმობ) ერთად იმდენად დიდი სისტემა შეიქმნა (განათლება, სკოლები, უნივერსიტეტები, მეცნიერება) რომ უბრალოდ წარმოუდგენელია თანაბრად ყველგან იყოს სამინისტროს ყურადღება მაღალი ხარისხით, ეს უბრალოდ ობიექტურად შეუძლებელია. ამიტომაც გაჩნდა გამოყოფის იდეა, თუმცა არა პირვანდელი სახით. თქვენ გახსოვთ, სულ ადრე, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, მაშინ კულტურისა და სპორტის სამინისტრო ცალ-ცალკე იყო. გაყოფა ოპტიმალური უნდა იყოს იმისთვის, რომ ყველა დარგს სათანადო ყურადღება მიექცეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა.

იტვირთბა....