ამერიკაში ჩატარებული კვლევების შედეგად, კიდევ ერთხელ დადგინდა, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინა უსაფრთხოა და ეფექტური. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კვლევები 32 000 ადამიანზე ჩატარდა. ძირითადად ამერიკაში, თუმცა კვლევები მიმდინარეობდა, ასევე ჩილესა და პერუშიც.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ვაქცინასარ აქვს კავშირის თრომბოემბოლიურ გამოვლინებებთან. ასევე მისი ეფექტურობა შეადგენს 79 %-ს. ხოლო დაავადების სერიოზული განვითარებისგან კი 100 %-ით იცავს.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე განაახლა ოქსფორდის ვაქცინის გამოყენება, მას შემდეგ, რაც მარეგულირებელმა სააგენტოებმა ვაქცინის უსაფრთხოებაზე ანგარიში გამოაქვეყნეს.
საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 15 მარტიდან მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყო.