მსახიობი კახი კავსაძე, რომელიც პოსტკოვიდური გართულებებით კლინიკაში მოათავსეს, კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. როგორც Report.ge-ს პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა, კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.
“კახი კავსაძე კვლავ რჩება კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა”, – განუცხადა Report.ge-ს ლალი ტურძელაძემ.
ცნობისთვის, კახი კავსაძე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ის კორონავირუსისგან განიკურნა და კლინიკიდანაც გაწერეს, თუმცა მოგვიანებით მსახიობს ფილტვების ანთება ისევ განუვითარდა., რის შემდეგაც კლინიკაში ხელახლა მოათავსეს.
წყარო: Report.ge