ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სუჯაშვილის ბოდიში საზოგადოებას: “რუსეთი, რომ ოკუპანტია და მტერი ეს არც სადავოა და არც სადისკუსიო”

თავდაცვის მინისტრის მოადგილე, დავით სუჯაშვილი სოციალურ ქსელში მიამრთვას ავრცელებს, სადაც ის მომხდარი გაურკვევლობის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

სუჯაშვილი გავრცელებულ მიმართვაში ამბობს, რომ “ფეისბუქის საკუთარ გვერდს თვითონ არ მართავს, გამოქვეყნებული ინფორმაციას კი მძიმე შეცდომას უწოდებს და ამბობს, რომ რუსეთი, რომ ოკუპანტია და მტერი ეს არც სადავოა და არც სადისკუსიო.”

“მეგობრებო, საიდუმლო არაამ რომ ფაცებუკ-ის ოფიციალურ გვერდს თავად არ ვმართავ, თუმცა თავად ვარ პასუხისმგებელი ყველა გამოქვეყნებულ მასალაზე და მათ შინაარსზე. გვერდის ადმინისტრატორმა გაუფრთხილებლობით მძიმე შეცდომა დაუშვა და მთელს საზოგადოებას ვუხდი გულწრფელ ბოდიშს ამისთვის. სამწუხაროდ უკვე დაიწყო თემით სპეკულირება რუსეთი, რომ ოკუპანტია და მტერი ეს არც სადავოა და არც სადისკუსიო.” – წერს დავით სუჯაშვილი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ თავდაცვის მინისტრის მოადგილის “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გავრცელდა მესაზღვრეებს პროფესიული დღისადმი მილოცვის ტექსტი, რომელსაც თან ჰქონდა რუსი ჯარის კაცის ფოტო დართული. გამოქვეყნებული მილოცვა დავით სუჯაშვილის პირადი გვერდიდან მალევე წაიშალა, თუმცა მედიასაშუალებების მხრიდან მისი დასქრინვა მაინც მოესწრო.

იხ: ფოტო:

იტვირთბა....