“ზოგადად მთელი ეს კრიზისი არის აბსოლუტურად ხელოვნური, რადგან ჩვენ გვაქვს ვითარება, როცა მელიას შეუძლია, ნებისმიერ დროს გამოვიდეს ციხიდან და ოპოზიციას შეუძლია, ნებისმიერ დროს შევიდეს პარლამენტში. აქედან გამომდინარე, რადგან ასეთი სივრცე აქვს თავიდან ბოლომდე მინიჭებული ოპოზიციას, ბუნებრივია, ყოველგვარი საუბარი კრიზისზე არის ზედმეტი. მათ არ აქვთ არავითარი საფუძველი იმისთვის, რომ მელია არ გამოვიდეს გარეთ. მას აქვს ერთადერთი გადასახდელი გირაო და ესაა მისი მხრიდან სახელმწიფოს მიმართ მინიმალური პასუხისმგებლობა“.
ირაკლი კობახიძე – “ქართული ოცნების” თავჯდომარე
ამის შესახებ მან “იმედის კვირის” ეთერში განაცხადა.