ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ფოტო) ჭყონდიდის ეპარქიაში, დაახლოებით, 200 კაცზე ტრაპეზი გაიშალა

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში ათონიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატის ზუსტი ასლი ჩააბრძანეს და ტაძარში დააბრძანეს.

ხატის ჩაბრძანება ეპარქიაში ,,პატრიოტთა ალიანსის ” ორგანიზებით მოხდა. ამას “მეტრონომს” “პატრიოტთა ალიანსის” პრესსამსახური უდასტურებს.

პრესსამსახური აცხადებს, რომ ეპარქიაში ადგილზე იმყოფებიან თავად პარტიის ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით  დავით თარხან-მოურავი.

გარდა ამისა, “პრაიმ ტაიმი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ეპარქიაში სხვადასხვა კუთხიდან ჩასული არიან მრევლი და საეკლესიო პირები, რომლებიც საკვირაო წირვას ესწრებიან. გამოცემის ინფორმაციითვე, ეპარქიის რეზიდენციის აივანზე მრევლისთვის და მოწვეული სტუმრებისთვის, დაახლოებით, 200 კაცზე გათვლილი ტრაპეზი მოაწყეს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში სპეციალური რეგულაციები მოქმედებს, რომლის თანახმადაც აკრძალულია ხალხმრავალი შეკრებები.

არღვევს თუ არა ეპარქია რეგულაციას, ინფორმაციის გადასამოწმებლად “მეტრონომი” ცდილობს დაკავშირებას  როგორც ეპარქიასთან, ასევე საპატრიარქოსთან.

 

იტვირთბა....