ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“კვირას, რესპუბლიკის მოედანზე ვიკრიბებით და მივდივართ ხურვალეთში, დათა პაპას გასვენებაში” – ხოშტარია

პოლიტიკური პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

“ხვალ, კვირას 11.30 რესპუბლიკის მოედანზე, ველოსიპედთან ვიკრიბებით და მივდივართ ხურვალეთში, დათა პაპას გასვენებაში”, – წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, სოფელ ხურვალეთში გამყოფ ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. დათა ვანიშვილის სახლი გამყოფი ხაზის მიღმა მდებარეობს. მასთან ხშირად ჩადიოდნენ საქართველოში ჩამოსული უცხოური დიპლომატიური დელეგაციების წარმომადგენლები, რათა გაცნობოდნენ გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებას.

იტვირთბა....