ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ეკა ბესელია და მანანა კობახიძე პროკურატურაში დაკითხეს

პროკურატურაში ეკა ბესელია და მანანა კობახიძე, სავარაუდოდ, შეწყალების კომისიის საქმეზე დაიკითხნენ – ეს გია ვოლსკიმ განუცხადა ჟურნალისტებს. მის სიტყვებს თუ დავეყრდნობით კობახიძე და ბესელია რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდნენ გამომძიებლების კითხვებს.

დეპუტატს არ დაუკონკრეტებია, რომელ საქმესთან დაკავშირებით დაიკითხნენ მისი კოლეგები, თუმცა დიდი ალბათობით, ეს სწორედ შეწყალების კომისიის საქმე იყო. გია ვოლსკიმ არც ის დააკონკრეტა, თუ რა ფორმით დაკითხნენ ბესელია და კობახიძე.

იტვირთბა....