ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენს საზოგადოებას აქციები არ სჭირდება” – ალუდა ღუდუშაური ოპოზიციის დღევანდელ განცხადებებს ეხმიანება

ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებული აქციებისა და პარტია “გირჩის” განცხადებას, რომ “ქართულ ოცნებასთან” ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყენბენ “მეტრონომთან” მმართველი გუნდის დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური აფასებს.

როგორც დეპუტატი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ოპოზიციის დაანონსებული აქციები ქვეყნისთვის კარგი არ არის. მისივე განმარტებით, საზოგადოებას აქციები კი არა იმ პრობლემების მოგვარება სჭირდება, რაც ქვეყნაში პოსტკოვიდურმა სიტუაციამ შექმნა.

“არ შეიძლება მუდმივად აქციებს ანონსებდნენ. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი და სამწუხაროა პირველრიგში ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის. ჩვენს საზოგადოებას არ სჭირდება აქციები. საზოგადოებას იმ პრობლემებზე ორიენტირება და მოგვარება სჭირდება, რომელიც პოსტკოვიდური სიტუაციდან გამომდიმარე აინტერესბს. პოსკოვიდური სიტუაციიდან ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოს აინტერესბს.

ამის ნათელ მაგალითად ჩვენ ვხედავთ, მათ მიერ დაანონსებულ აქციებს. როგორც გინდათ ისე დაარქვით მაგრამ ვხედავთ, რომ აქციები მაინცდამაინც არ გამოირჩევა ხალხმრავლობით. ამის შედეგია ეს. ხალხს აქციები არ სჭირდება, ხალხს სჭირდება ეკონომიკის გაჯანსაღება, სჭირდება სამუშაო ადგილი, ხალხს სჭირდება კეთილდღეობაზე ზრუნვა.

ჩვენი დღის წერიგი არის ის, რომ ჩვენს საზოგადოებას გაათმაგებული ძალისხმევით შევთავაზოთ ეკონომიკის გაჯანსაღება და აღდგენა, რომელიც კოვიდპანდემიამ დააზარალა და ასე ვთქვათ, მთელს მსოფლიოში პრობლემები შექმნა.” – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

რაც შეეხება “გირჩის” გუშინდელ განცხადებას “ქართული ოცნების” დეპუტატი “მეტრონომთან” საუბრისას დასძენს, რომ მმართველი გუნდ მზად არის ნებისმიერ ოპოზიციურ ძალასთან მოლაპარაკებებისთვის.

“ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ “გირჩი” იქნება ეს, თუ სხვა ოპოზიციური ძალა, რომ დავსხდეთ და შევთანხმდეთ ისეთ საკითხზე, რომლებიც არის ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი. პარლამენტი არის ამის საუკეთესო ადგილი და ნებისმიერი საკითხი, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის გადაიჭრას და გადაიდგას ნაბიჯი.” – განაცხადა ალუდა ღუდაუშაურმა.

შეგახსენებთ, “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ პარტია მზად არის “ქართულ ოცნებასთან” ინდივიდუალური მოლაპარაკებების დაწყებისთვის.

ცნობისთვის, ოპოზიცია 15 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დამაგვირგვინებელ დიდ საპროტესტო აქციას გეგმავს.

 

იტვირთბა....