ახალი ამბები მთავარი ციტატა

“თუ შედეგი არის ოფისში მარიხუანის მოწევა, შეიძლება “ოცნებასთან” მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღოს” – ხუხაშვილი “გირჩზე”

“ამაზე კომენტარი როგორ გავაკეთო. თუ შედეგი არის მარიხუანის უპრობლემოდ მოწევა ოფისში, შეიძლება შედეგი გამოიღოს, მაგრამ პოიტიკური კრიზისის განმუხტვის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, კარგ შედეგს არ უნდა ველოდოთ.”

გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი.

ამის შესახებ მან “მეტრონომს” განუცხადა.

ცნობისათვის, “გირჩი” ხელისუფლებასთან ინდივიდუალურად მოლაპარაკებას იწყებს

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის 10-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფებოდა. მან საქართველო 19 მარტს დატოვა.

მიმდინარე მოლაპარაკებებზე, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმას განიხილავდნენ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.

იტვირთბა....