“გირჩი” ხელისუფლებასთან ინდივიდუალურად მოლაპარაკებას იწყებს. როგორც პარტიის ერთ-ერთი წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი “მეტრონომთან” აცხადებს, დღეს პროცესი პოლიტიკურ კრიზისშია შესული და ერთადერთი გამოსავალი “ქართულ ოცნებასთან” საუბრის დაწყებაა. მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია პრაქტიკულად არ საუბრობს, ხელისუფლება კი მზად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.
“კრიზისში ვართ. მოვლენები ისე ვითარდება გვიწევს, რომ ჩვენი მოქმედებების შეცვლა. თეორიულად კრიზის როგორ შეიძლება განიმუხტოს, ამაზეა საუბარი დასაწყები. ფიზიკურად არ არსებობს არენა, სად შეიძლება ეს გავაკეთოთ. ოპოზიცია ფიზიკურად არ საუბრობს, ხელისუფლება ამბობს, რომ მზადაა ისაუბროს, მაგრამ ეს საუბარი არ დგება. ვინაიდან არსებობს ასეთი შესაძლებლობა, დაველაპარაკოთ პირდაპირ, მათ შორის იმ საკითხებზე, რაც ამ მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი გახდა, არსებობს თუ არა ვერსია ისეთი შეთანხმების, მნიშვნელოვან ნაწილისთვის, მათ შორის “ქართული ოცნებისთვის” იყოს ეს მისაღები და კრიზისი განიმუხტოს, არა უცხოელების მონაწილეობით, არამედ ქართველი პოლიტიკოსების ძალისხმევით. თუ ეს შესაძლებლობა არსებობს, ვეცდებით, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ”, – თქვა მეგრელიშვილმა.
კითხვაზე, ძირითადად რა საკითხებზე იქნება საუბარი “ქართულ ოცნებასთან,” ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა:
“ყველა ის საკითხი იქნება განხილული, რაც ჩვენი პრობლემაა, ეს იქნება პოლიტიკური მართლმსაჯულება და პატიმრები, რომელიც გახდა ამ მოლაპარაკების გაჩერების საფუძელი, რიგგარეშე არჩევნები, პროპორციული არჩევნები”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
“გირჩის” განცხადებას თუ გავიხსნებთ, პარტიის წევრები ამბობდნენ, რომ თუ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში არ შევა, არც “გირჩს” ვიხილავდით საკანონდებლო ორგანოში. ამ საკითხზე კომენტირებისას ვახტანგ მეგრელიშვილმა თქვა, რომ ეს საკითხი უბრალოდ “ჟურნალისტების მოსაცილებლად” წამოწიეს.
“გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ გავაკეთეთ ეს განცხადება ჟურნალისტების მოსაცილებლად. როდესაც 113 ხმას არ სჭირდებოდა “ნაციონალური მოძრაობის” შესვლა, ეს იყო გამოყენებული, როგორც უბრალოდ მარტივად ასახსნელი თემა. სინამდვილეში, “ნაციონალური მოძრაობა” კი არა, მთელი ოპოზიციის პრობლემაა გადასაწყვეტი. შეთანხმება, რომელიც შესაძლებლობა მისცემს, რომ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში, ეს არა მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” ეხება, არამედ იმ ხალხს, რომელთაც განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ამ მოლაპარაკებების დროს “ნაციონალური მოძრაობისგან.” ეს ეხება მთლიანად კრიზისი განმუხტვას და არა რომელიმე პარტიის შესვლა-არ შესვლას პარლამენტში”, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა “მეტრონომთან.”
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის 10-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფებოდა. მან საქართველო 19 მარტს დატოვა.
მიმდინარე მოლაპარაკებებზე, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმას განიხილავდნენ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.
ავტორი: თამარ შუკვანი