ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძე მზადყოფნას გამოთქვამს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრას.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, ის მზადაა, საზოგადოებას ვაქცინის უსაფრთხოება დაანახოს.
“მზად ვარ, ავიცრა “ასტრაზენეკას” ვაქცინით. მე ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ ვაქცინაცია ეს არის ერთადერთი სწორი გზა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ჯანმრთელობას და ასევე საზოგადოებას”, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრმა 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროცესში მსგავსი შემთხვევები იშვიათად ხდება.
ცნობისთვის, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხდა და ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას მუხლით დაიწყო.
მომხდარის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომაზე ექსპერტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.
ინფორმაციითვის, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.