Daily Mail-ის ფოტო
საფრანგეთში საბავშვო ბაღის მასწავლებელს შეიარაღებულმა პირმა ფურცლის საჭრელი დანით ყელი გამოჭრა. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.
შემთხვევა პარიზში მოხდა. თავდამსხმელი ISIS-ის სახელით მოქმედებდა. პოლიცია დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს, მასწავლებელი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„ისლამური სახელმწიფოს“ ფრანგულენოვანი ჟურნალი ჯერ კიდევ ნოემბერში მოუწოდებდა ISIS მხარდაჭერებს ფრანგი მასწავლებლები მოეკლათ.
საფრანგეთის განათლების მინიტრის განცხადებით, საგანმანათლებლო ცენტრების დაცვა გაძლიერდება.
Daily Mail-ის ფოტო