ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მინდა ისევ გთხოვოთ, ფართოდ ჩაერთოთ კამპანიაში” – ამირან გამყრელიძე ვაქცინაციაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე განააცხადა, ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციისთვის იმუნიზაცია უნდა გაგრძელდეს, რადგან მას სხვა ალტერნატივა არ აქვს.

“ძალიან მძიმეა ყველასთვის, განსაკუთრებით ოჯახისთვის, იმ მხარისთვის, სადაც მეგი მოღვაწეობდა, მაგრამ სხვა ალტერნატივა, რომ არ გაგრძელდეს იმუნიზაცია, ქვეყანაში არ არის. ის უნდა გაგრძელდეს. მინდა ისევ გთხოვოთ, ფართოდ ჩაერთოთ კამპანიაში, ისე როგორც გუშინ, თვითონ მეგიმ მოუწოდა ტელევიზიით ხალხს, მედიკოსებს, რომ ჩაერთეთ კამპანიაში და მეტი აიცერით, იმიტომ, რომ რაც მეტი აიცრება ქვეყანაში მით უფრო დაზღვეული იქნება საზოგადოება, რომ ახალი ფატალური შედეგები არ გვექნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისათვის, 27 წლის ექთანი, რომელსაც გუშინ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია ანაფილაქსიური შოკი დაუდასტურდა, გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, ვაქცინაციის ფარგლებში, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკაში ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით ექიმთა კონსილიუმი გაიმართა.

მომხდარის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ექსპერტება მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.

ამასთან, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.

იტვირთბა....