კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად, თეა წულუკიანი დანიშვნის საკითხს “მეტრონომთან” მწერალი, ლაშა ბუღაძე აფასებს.
როგორც მწერალი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, თეა წულუკიანის გამინისტრება “ოცნების” ხელისუფლების მიზანი იყო. ბუღაძე აქვე დასძენს, რომ წულუკიანის მინისტრად დანიშვნა ისეთივე კავშირშია კულტურასთან, როგორც რომელიმე პიანისტი პარლამენტთან.
“გულწრფელად, რომ გითხრათ, ბოდიშს ვიხდი ამ სიტყისთვის ცოტა არ იყოს მეზარება, კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შეფასება. სხვას ვერაფერ ვერ ვიტყვი, უბრალოდ ამ ხელისუფლების ჟანრის ლიგიკაშია, რომ ეს ქალი დანიშნულიყო მინისტრად.
არ ვიცი საერთოდ არა თუ კულტურასთან სტრუქტურულად რა კავშირში აქვს, მაგრამ რასაც მე მას ვუყურებ და ვუსმენ ზოგადად კულტურის პრობლემა აქვს. ასევე, მას აქვს ეთიკის პრობლემა და ტაქტზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია, უხეში, უზრდელი და პოლარიზებულზე ორიენტირებული ადამიანია. ასეთმა ადამიანმა რანაირად უნდა მოახერხოს საკამოდ რთული და პრობლემური სფეროს მართვა, თან იმ განწყობით, როდესაც ადამიანი უყურებს სამყაროს მხოლოდ ასე, – ვინ არის მისიანი და ვინ მტერი.
ნუ ალბათ ამ “ოცნების” ხელისუფლების ლოგიკა ამას გულისხმობს. ალბათ, ისეთივე კავშირშია ეს ქალი კულტურასთან, როგორც რომელიმე პიანისტი პარლამენტთან.” – ამბობს “მეტრონომთან” ლაშა ბუღაძე.
ცნობისათვის, დღეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა.