ქალზე ძალადობისთვის ბრალდებით დაკავებულ, პოლიტიკოს გოგი წულაიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა, რომელიც წულაიას გათავისუფლებას 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა. წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს.
ცნობისათვის, პოლიტიკოსი გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს, მას გამოძიება მეგობარ ქალზე ძალადობას ედავება. წულაიას ბრალი გუშინ კიდევ უფრო დაუმძიმდა, თუმცა დაკავებული ბრალდებას არ ეთანხმება. უფლებადამცველები პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გოგი წულაიას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.