საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან მეხუთე დღეს სპეციალურ პორტალზე [Booking.Mov.Gov.ge] დარეგისტრირებულია 5 185 ჯანდაცვის სექტორში მომუშავე პირი. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 642-მა სამედიცინო პერსონალმა გაიკეთა. ბოლო მონაცემები დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, ხოლო ვაქცინაცია15 მარტს დაიწყო.
საქართველოში ვაქცინაცია “ასტრაზენეკას” ვაქცინით მიმდინარეობს.