მთავარი ციტატა

“დღევანდელ შემთხვევაში, არანაირი პოლიტიკური სპეკულაცია არ მიიღება”- ვახტანგ კალოიანი ვაქცინაციის შემდგომ გართულებაზე

“დღეს ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ ხელისუფლებას რაიმე დავაბრალოთ. ცალსახად, თუკი რამეში არის უბრალო ეს ხელისუფლება, არის იმ უბედურებაში, რაც დღეს დატრიალდა. აქ არანაირი პოლიტიკური სპეკულაცია არ მიიღება. მაგრამ, ის რომ ჩვენ თვეების წინ არ გვქონდა დაწყებული საინფორმაციო კამპანია, ეს არის პრობლემა.”

ვახტანგ კალოიანი – ექიმი

ამის შესახებ ვახტანგ კალოიანმა “რეაქციაში” განაცხადა.

ცნობისთვის, დღეს, ვაქცინაციის ფარგლებში, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. 27 წლის მედდას „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქციაა ანაფილაქსიური შოკი დღეს დაუფიქსირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. .ის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით,  გვერდითი მოვლენების მართვის პროტოკოლის შესაბამისად, მოკვლევა დაიწყო.

მომხდარის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ექსპერტება მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.

ამასთან, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.

 

იტვირთბა....