“ყველ სამედიცინო პერსონალი, სანიტარიდან დაწყებული მთავარი ექიმით დამთავრებული უნდა იყოს აცრილი. ეს ფაქტი სამწუხაროდ ნდობას დაწევს. აქ მთავარია მეტ ინფორმაციის მიწოდება. უნდა ვაჩვენოთ საზოგადოებას, როგორ მოქმედებენ. როცა პასუხობენ, თუ ძალიან გაინტერესებთ ჩვენს ვებსაიტზე შემოდითო, ძალიან არასერიოზულია. ესეთი შემთხვევა მოხდება. სერიოზული მედიკამენტია, მაგრამ ქვეყანამ უნდა აჩვენოს, რომ ჩვენ ასეთი შემთხვევებისთვის მზად ვართ.”
ვატო სურგულაძე – “ლელო საქართველოს” წევრი
ამის შესახებ ვატო სურგულაძემ “რეაქციაში” განაცხადა.
ცნობისთვის, დღეს, ვაქცინაციის ფარგლებში, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. 27 წლის მედდას „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქციაა ანაფილაქსიური შოკი დღეს დაუფიქსირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. .ის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით, გვერდითი მოვლენების მართვის პროტოკოლის შესაბამისად, მოკვლევა დაიწყო.
მომხდარის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ექსპერტება მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.
ამასთან, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.