ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

“პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, თუმცა არა უიმედო”- ტიკარაძე 27 წლის ექთანზე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ექიმებმა ერთობლივი კონსილიუმის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება, როოგრი იქნება 27 წლის ექთნის მკურნალობის ტაქტიკა. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მიისვე თქმით, ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, თუმცა არა უიმედო.

“მდგომარეობა შეფასებულია შოკის კლინიკით, მისი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. უტარდება ყველა საჭირო კვლევა, რომელიც იქნება გათვალისიწინებული მკურნალობის ტაქტიკაში. ექიმებბა მიიღეს გადაწყვეტილება, თუ როგორი იქნება მისი მკურნალობის ტაქტიკა,”- განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, კონსილიუმს ექიმების სრული შემადგენლობა ესქრებოდა.

ცნობისთვის, დღეს, ვაქცინაციის ფარგლებში, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. .ის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკაში ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით ექიმთა კონსილიუმი გაიმართა.

მომხდარის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ექსპერტება მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.

ამასთან, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.

 

 

იტვირთბა....