საჯარო რეესტრმა იოსებ ტყემალაძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად ოფიციალურად დაარეგისტრირა. ის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება.
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 24 თებერვალს ქვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. განმეორებითი არჩევნები 10 მარტს ჩატარდა და მასზე რეგისტრირებულმა 25-მა სუბიექტმა, ჯამში 42-მა (74-იდან) პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე აირჩია.
ერთ წელზე მეტი რაგბის კავშირი პრეზიდენტის გარეშე იყო.
როგორც რაგბის კავშირში აცხადებენ, მას მძიმე მემკვიდრეობა ხვდება და დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ გარდა ფინანსური პრობლემებისა, მთელი რიგი სხვა პრობლემებიც მოაგვაროს.