ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დაღლილობის შეგრძნება და სახსრის ტკივილი” – რა გვერდითი მოვლენები გამოუვლინდა პაატა იმნაძეს ვაქცინაციის შემდეგ

„რა თქმა უნდა, გვერდითი მოვლენა არსებობს. მე, მაგალითად, მეორე დღეს მქონდა მკლავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება და სახსრის ტკივილი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და დაასახელა AstraZeneca-ს ის გვერდითი მოვლენები, რაც მას და მის კოლეგებს ვაქცინაციის შემდეგ გამოუვლინდათ.

“ჩემი კოლეგები ვიცი, რომელთაც 39 გრადუსი ტემპერატურა ჰქონდათ აცრის შემდეგ, ესეც ნორმალურია და ამ დროს საჭიროა „პარაცეტამოლი“. ასევე, იყო ალერგიული რეაქციაც. დედამიწაზე არ არსებობს ვაქცინა, წამალი, რომელსაც გვერდითი მოვლენა არ ექნება. აქ საუბარია რისკისა და სარგებლის შეფასებაზე. ფაქტი არის ერთი, რომ თუ არ ავიცრებით ეს არის უარესი, ვიდრე, ვთქვათ, თუ ავიცრებით,“ – აცხადებს პაატა იმნაძე.

ცნობისათვის, 15 მარტს საქართველოში კოვიდვაქცინაცია დაიწყო. 13 მარტს ქვეყანამ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით ასტრაზენეკას 43 200 დოზა ვაქცინა მიიღო. ვაქცინაციის ამ ეტაპზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იცრებიან.

იტვირთბა....