ახალი ამბები მთავარი

გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო

გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკოსის მეგობრის, ლევან ჟღენტი ავრცელებს.

პროტესტის უკიდურეს ფორმას,  წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფმა წულაიამ მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად მიმართა. პოლიტიკოსის განმარტებით, მას აღნიშნული ქალი მიუგზავნეს და პროვოკაციას წამოეგო.

ბატონმა გოგიმ შიმშილობა დაიწყო, მას სურს მისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. ბოდიში მაგრამ ქუთაისიდან თბილისში სამი დღე, რომ წაყვა რა ეგონა, ჭადრაკის სათამაშოდ მიჰყავდა?!”-განაცხადა წულაიას მეგობარმა, ლევან ჟღენტმა.

ამ ინფორმაციას გოგი წულაიას ადვოკატი ვალერი გელბახიანი ადასტურებს.

პოლიტიკოსი გოგი წულაია გუშინ დააკავეს, მას გამოძიება მეგობარ  ქალზე ძალადობას ედავება.

იტვირთბა....