ალჟირში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ცნობებს ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილოეთით, ქალაქ ბეჯაიადან 21 კილომეტრის დაშორებით, 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით 00:06 საათზე დაფიქსირდა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.