ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გლდანში ბუნებრივი აირი 5000-ზე მეტ აბონენტს არ მიწოდება – “თბილისი ენერჯი”

გლდანის რაიონში გაზი ავარიულად გაითიშა. – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი ენერჯი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაზიანების ხარისხისა და სამუშაოების სირთულის გამო გაზმომარაგების მიწოდება ხვალ დილიდან დაიწყება და დღის ბოლომდე სრულად აღდგება.

“გლდანში გაზის მილი დააზიანეს. 5000 აბონენტი გაითიშა. მიზეზი შპს “გონია”, რომელმაც სამუშაოების დროს “თბილისი ენერჯის” კუთვნილი გაზსადენი დააზიანა. ავარიის გამო გაზის გარეშე 5000-ზე მეტი აბონენტი დარჩა. ამჟამად ადგილზე “თბილისი ენერჯის” სპეციალისტები დაზიანებული გაზსადენის აღსადგენად ინტენსიურად მუშაობენ”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....