საფრანგეთის ხელისუფლება ოთხშაბათს აუქციონზე გაიტანს 2019 წელს ჰაკერებისთვის ჩამორთმეულ ბიტკოინებს. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
აუქციონი, რომელსაც საფრანგეთის აღდგენისა და მენეჯმენტის სააგენტო ატარებს, ამ ტიპის პირველი აუქციონია.
სააგენტოს ცნობით კირპტოვალუტა ჩამოერთვათ ინდივიდუალურ პირებს, რომლებმაც GateHub პლატფორმა გატეხეს.
გასაყიდი კრიპტოვალუტა ორ ნაწილად გაიყოფა. პირველ ეტაპზე 437 ლოტი დაიდება, რომელშიც 0,11-დან 2 ბიტკოინამდე იქნება, ხოლო მეორე ნაწილში 41 ლოტი გამოვა გასაყიდად, სადაც 5-დან 20-მდე ბიტკოინი იქნება.
აუქციონის მოსალოდნელი ფასი 28 მილიონი ევროა.