“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას აფასებს, სადაც ის აცხადებს, რომ „არჩევნები 2024 წელს ჩატარდება“.
გოძირიძემ გადაცემაში სტუმრობისას დასძინა, რომ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება არასერიოზულია.
“ღარიბაშვილმა იბაქიბუქა – მისი განცხადება ირიბი მინიშნებაა, რომ თუ პლებისციტი იქნება, მოვიგებთ, არჩევნების საკითხის რაღაცასთან მიბმა თუ იქნება, ეს ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება – ღარიბაშვილის განცხადება ამას ნიშნავდა და არა იმას, რომ არჩევნები ჩატარდება 2024-ში და ჩვენ რიგგარეშე არჩევნებზე არ ვმსჯელობთ. მათი ხმამაღალი განცხადებები უნდა აღვიქვათ იმად, რომ ისინი იძულებულები გახდებიან, წავიდნენ კომპრომისზე. ხმამაღალი განცხადებები მათი გადაწყვეტილების მიღების ფონია”, – განაცხადა, რომან გოცირიძემ.
ამასთან, როგორც რომან გოცირიძემ განაცხადა, „ქართული ოცნება“ კრიზისს ვერ გადაიტანს.
„ამ კრიზისს ეს ხელისუფლება ვერ გადაიტანს. შეიძლება გადააგოროს, ერთი თვით ან რამდენიმე თვით. ივანიშვილი აწვალებს „ქართულ ოცნებას“ – რომ გყავს ძაღლი, გინდა რომ კუდი მოჭრა, მაგრამ ინდობ – ჯერ ერთს მოჭრი, მერე მეორეს, მესამეს და ასე წვალებ-წვალებით მიდიხარ შედეგამდე. ივანიშვილმა უნდა დაამთავროს და უთხრას თავის გუნდს, ნუ წვალობენ, უნდა გადაიჭრას ეს საკითხი, რომ პოლიტიკური კვანძი გაიხსნას და პროცესები დაიწყოს. პროცესების დაწყება ივანიშვილის პირდაპირი მითითების გარეშე არ ხდება. როგორც ჩანს, ეს კაცი არის განცდებში, რაღაცას ელოდება“,- განაცხადა გოცირიძემ.