ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შეშფოთებულები ვართ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით, მათ შორის მელიას დაჭერით” – სტოლტენბერგი

“მოკავშირეები ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით,  მათ შორის ნიკა მელიას დაჭერით”, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

იენს სტოლტენბერგის თქმით,  მოკავშირეები ღრმად შეშფოთებულები არიან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისით. ამასთან ერთად, იენს სტოლტენბერგი მიესალმება ევროკავშირის მედიაციას მოლაპარაკებებში და მოუწოდა სხვა მოკავშირეებსაც, განიხილონ ეს საკითხი

“ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ იპოვოს გამოსავალი  ამ კრიზისიდან, და შეძლოს  საპარლამენტო დემოკრატიის აღდგენა, ჩვენ ასევე მივესალმებით ევროკავშირის მხრიდან მედიაციის მცდელობას. პრემიერმინისტრთან  ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი და სხვა მოკავშირეებსაც მოვუწოდებთ ამის განხილვისაკენ”. – ამბობს იენს სტოლტენბერგი.

ცნობისათვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიატორობით საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი განახლდა. მიშელმა მხარეებს შეთანხმების 6-პუნქტიანი ჩარჩო შესთავაზა. 

შეგახსნენებთ, რომ მიშელმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერისთვის კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა. დანიელსონი 6 დღის განმავლობაში ხვდება ოპოზიციურ პარტიებსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს. 14 მარტს “ქართულ ოცნებასთან” შეხვედრის შემდეგ კრისტიან დანიელსონმა თქვა, იმისთვის, რომ პროცესები კიდევ უფრო წინ წავიდეს, მისი ვიზიტი საქართველოში კიდევ გახანგრძლივდება. პარალელურად პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა. 

იტვირთბა....