ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველოს დაწინაურების დრო დადგა” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა “რომ ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი მომავალში კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს.” ამის შესახებ მან ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს წვლილი საკმაოდ დიდია და ამის გათვალისწინებით საქართველოს დაწინაურების დრო დადგა, ხოლო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება სრულად შესრულებული იქნება.

„2020 წელი აღინიშნა ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის მიღებით. ეს განახლებული შეთანხმება მას უფრო ამბიციურ დონეზე გაიყვანს და მეტად იქნება მორგებული უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე. მადლობას ვუხდი ყველა მოკავშირეს ამ აქტიური მხარდაჭერისთვის. იმედი გვაქვს, რომ ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი მომავალში კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს. ნატომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ჩვენ ვაძლიერებთ რეფორმებს და წინ მივიწევთ ინტეგრაციის პროცესში, მიუხედავად შიდა და გარე უსაფრთხოების გამოწვევებისა. ეფექტურობაზე დაფუძნებული მიდგომა კვლავ რჩება ნატოს ღია კარის პოლიტიკის მთავარ ასპექტად, ამიტომ, საქართველოს წვლილის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ საქართველოს დაწინაურების დრო დადგა. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება სრულად შესრულდება, რაც გამოიწვევს კონკრეტულ და ხელშესახებ ნაბიჯებს, რომლებიც ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს სრულ გაწევრიანებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

იტვირთბა....