ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“19 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება” – “თელასი” უბნების ჩამონათვალს აქვეყნებს

ს.ს თელასი ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ თბილისის რამდენიმე უბანში სხვადასხვა სამუშაოებისვ ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობას დროებით შეეზღუდება.

“მეტრონომი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ონიაშვილის, კანდელაკის, ბუდაპეშტის, ტაშკენტის, ფანჯიკიძის, კვანტალიანის, გოძიაშვილის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თავხელიძის, თოფურიას, ცინცაძის, თამარაშვილის, ქავთარაძის, აფაქიძის და კვერნაძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების და ონიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ¬¬¬¬¬ვარკეთილი-3 VII კვარტლის, კალოუბნის, შუამთის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი- 3 I მიკრორაიონის, აეროპორტის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა, სამგორის, ბერიძის, გუჯეჯიანის, შიუკაშვილის და რკინიგზის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ქსნის, არბოს, ქვიშხეთის და ვარდისუბნის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი I მიკრორაიონის, ბოჭორიშვილის, მოსულიშვილის, ლაზოს, შუშის, მონასტრის, ტაძრის, ჭედიას, წერეთლის, სარაჯიშვილის, წყალსადენის და კუპატაძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I, II, III კვარტლების, კოსმონავთების სანაპიროს, რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), ბაქრაძის, ხოშარაულის, აგლაძის, გოგოლაურის, კერესელიძის, ყიფიანის, გვეტაძის, გაფრინდაულის და დიდუბის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

იტვირთბა....