aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჯო ბაიდენი: პუტინი მკვლელია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, სჯერა, რომ რუსეთის ფედრაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი “მკვლელია”. მან ეს განცხადება ჯორჯ სტეფანპლუოსთან ABC News – თან ჯორჯ სტეფანპლუოსის შეკითხვაზე გააკეთა. ამის შესახებ პუბლიკაციას გამოცემა Independent – აქვეყნებს.

მისი კითხვა მოჰყვა გამოძიებას კიბერ – შეტევის შესახებ, რომელსაც ოფიციალური უწყებები რუსეთთან აკავშირებენ. პრეზიდენტის განცხადებით, ამან საფუძველი მისცა დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ შეთქმულების თეორიის გავრცელებას, რამაც მისი დისკრედიტაცია გამოიწვია.

“ის (ვლადიმერ პუტინი) ამის გამო გადაიხდის. ამას თქვენ მალე იხილავთ” – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა, ასევე, გაიხსენა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა: ” მე მას ვუთხარი, რომ შენ სული არ გაქვს! მან კი შემომხედა და მიპასუხა: “ჩვენ გვესმის ერთმანეთის.”

სამშაბათს, ეროვნული დაზვერვის სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულმა ძალებმა კიბერშეტევის მცდელობით საფრთე შეუქმენს ამერიკაში არჩევნების ჩატარებას.

 

 

იტვირთბა....