შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უწყებამ “ნაცინალური მოძრაობის” ოფისზე მომხდარი თავდსახმის საფუძველზე გამოძება დაიწყო.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოძება 187-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
უწყების განცხადებით, გამოძიება მედიაში გასული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო და მომხდარ ფაქტზე შსს-თვის არავის მიუმართავს.
“მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე არსებული ბანერი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად დაზიანდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მოუმართავთ. გამოძიება მედიაში გასული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები. ” – ნათქვამია განცხადებაში