ბანკები ბიზნესი მთავარი

“ვითიბის” მხარდაჭერით PSP-ს სასაჩუქრე ბარათი შეიქმნა

“ვითიბი ბანკის” მხარდაჭერით შეიქმნა სასაჩუქრე ბარათი, რომლის გამოყენება PSP -ს ნებისმიერ აფთიაქში არის შესაძლებელი. ბარათი 50-დან 500 ლარამდე მოცულობისაა და მისი გამოყენებით ნებისმიერი პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი. ბარათის მოქმედების ვადა 12 თვეა, ხოლო მისი შეძენა PSP -ს ნებისმიერ აფთიაქშია შესაძლებელი.

თანხის ათვისება შესაძლებელია, როგორც ერთიანად, ისე ნაწილ-ნაწილ. ბარათზე თანხის დამატება არ ხდება, თუმცა თუ ბარათზე არსებული თანხა არ არის საკმარისი, კონკრეტული პროდუქციის შესაძენად, დასაშვებია თანხის დამატება, უშუალოდ  შეძენის მომენტში. სასაჩუქრე ბარათით, პროდუქციის შეძენისას მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს, სააფთიაქო ქსელში, იმ მომენტში მიმდინარე ყველა აქციითა და ფასდაკლებით.

ბარათი არ არის პერსონიფიცირებული და მისი გამოყენებისას არ მოითხოვება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იტვირთბა....