შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიტიკოსი გოგი წულაია ძალადობის ბრალდებით, დააკავეს.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ წულაიამ თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე – 1979 წელს დაბადებულ ა.დ- ზე ფიზიკურად იძალადა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წულაია ბრალდებულის სახით დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.