ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის”  მედპერსონალი კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

კახეთის რეგიონში მედიცინის მუშაკები კოორნავირუსის ვაქცინით აიცრნენ.

ამჯერად “ასტრაზენეკას”  ვაქცინაცია  გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის” საავადმყოფოს მედპერსონალს ჩაუტარდა.

კახეთში, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეგიონში რეგისტირებული 13 დაწესებულების სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს ჩაუტარდება, საუბარია 1500- მდე მედიკოსზე. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 1900 დოზა კახეთში 13 მარტს ჩაიტანეს.

შეგახსენებთ, 15 მარტიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინის 43 200 დოზა  ქვეყანაში 13 მარტს შემოიტანეს, რომელიც თავდაპირველად მედპერსონალისთვისაა გათვლილი.

15 მარტს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლები მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე, ასევე ექიმები კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრნენ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “ასტრაზენეკას” მიღების შემდეგ გამოწვეული გართულებების არსებობა უარყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც “ჯანმო” და  ვროპის წამლის რეგულირების სააგენტო „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და გამოვლენილ მოვლენებს შორის, კონკრეტულად თრომბოემბოლიურ გართულებებთან კავშირს არ ადასტურებს.

იტვირთბა....