ბევრი ტყუილი და სიბინძურე ვრცელდება, თითქოს საზოგადოებას ვატყუებთ და ტრამვაის პროექტი არ განხორციელდება. ეს ცრუ ინფორმაციაა – ეს არ უნდა იყოს პირველი და ბოლო ტრამვაის პროექტი დედაქალაქში,- ამის შესახებ კახა კალაძემ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, იანვრის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია.
„გამოცხადებულია ტენდერი. ძალიან მალე, ტრამვაიზე, იანვრის ბოლოს გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც დაიწყებს პროექტის განხორციელებას. ბევრი ტყუილი და სიბინძურე ვრცელდება, თითქოს საზოგადოებას ვატყუებთ და ტრამვაის პროექტი არ განხორციელდება. ეს ცრუ ინფორმაციაა. ეს არ უნდა იყოს პირველი და ბოლო ტრამვაის პროექტი დედაქალაქში“- აღნიშნა კახა კალაძემ.

