ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

წყალი მარსის ქერქის ქვეშაა მოქცეული – მეცნიერებმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს

სად გაქრა წყალი მარსიდან? – ამ კითხვაზე უკვე მრავალი წელია მეცნიერები პასუხს ეძებენ. სავარაუდოდ მათ ამ კითხვაზე პასუხი გასცეს. ამის შესახებ პუბლიკაციას BBC აქვეყნებს.

მეცნიერების თქმით, მარსმა საკუთარ ზედაპირზე არსებული წყალი ზედა ქერქის ქვეშ მოაქცია. მარსზე არსებული წყალი ზედაპირის ქვეშ ხაფანგში მოხვდა.

ძველად პლანეტაზე წყალი მინერალების ფორმით არსებობდა, მარტიანის კლდეების მიმდებარედ. ეს კვლევა განხილული იყო 52-ე პლანეტარული მეცნიერების კონფერენციაზე. მეცნიერებმა აქამდე შემორჩენილი მეტეორიტების ნაწილები და სხვადასხვა დროს თანამგზავრების მიერ მოპოვებული პლანეტარული ნაწილები.

მილიარდობით წლების წინ მარსი იყო ბევრად თბილი და ნოტიო, უფრო სქელი ატმოსფეროთი.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ წითელ პლანეტაზე წყლის სიღრნე 100 მეტრიდან კილომეტრამდე მერყეობდა. რაღაც დროის შემდეგ, მარსი ნელ-ნელა გაუდაბურდა და დაიწყო ტემპერატურის ვარდნა. როგორც ლონდონის ნატურალური ისტორიის მუზეუმის პროფესორი გრინდროდი ამბობს: “ტემპერატურის კლებამ გამოიწვია წყლის ნაწილის ყინულად გადაქცევა და პლანეტის ქერქის გადაკვრა ზემოდან, ხოლო წყლის ნაწილი ატმოსფერული ცვლილებების გამო სივრცეში გამოიტყორცნა.

დედამიწას აქვს მაგნიტური ველი, რაც იცავს პლანეტიდან წყლისა და სხვა მინერალების კოსმოსში გარტყორცნას. თუმცა მარსის მაგნიტური ველი სუსტია და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ წყალი კოსმოსში გაიტყორცნა.

თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ მცირე ნაწილი იყო წითელ პლანეტაზე არსებული წყლისა. დანარჩენი წყალი კი, ასე ვთქვათ სადრაც გაუჩინარდა. სწორედ ამ კვალის ძიებას მივყავართ იქამდე, რომ კვლევებისა და რელიეფის შესწავლის შედეგად, ვარაუდობენ, რომ წყალი მარსმა საკუთარი ქერქის ქვეშ მოაქცია.

იტვირთბა....