დიღომში, ყოფილი მიონის ქარხანასთან ავტოავარია მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად ორი მგზავრი დაშავდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.