ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ჯანდაცვა

Moderna – მ ბავშვებში ვაქცინის ეფექტურობის კვლევები დაიწყო – უსაფრთხოა თუ არა ვაქცინა ბავშვებისათვის

ამერიკული კომპანია Moderna ბავშვებში კორონავირუსის ვაქცინის კლინიკურ კვლევებს იწყებს. კვლევები ჩატარდება 6 თვიდან 12 წლამდე ბავშვებში. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ცნობილია, რომ კვლევაში მონაწილეობას დაახლოებით 6,750 ბავშვი მიიღებს. ექიმები დააკვირდებიან კვლევაში მონაწილე პირების უსაფრთხოებას და ვაქცინის ეფექტურობას ამ ასაკობრივ ჯგუფში. რამდენიმე კვირიანი შუალედით ბავშვებს ვაქცინის 2 დოზა მიეცემათ.

კომპანიის წარმომადგენელთა განცახდებით კვლევის შედეგი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის.

იტვირთბა....