ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის წევრები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებით დასკვნას ელოდებიან

15 დეკემბერს ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე მინისტრები განცხადებებს აკეთებენ, მათი განმარტებით, საქართველომ სამოქმედო გეგმის ყველა მოთხოვნა შეასრულა.

“ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი. ევროპელი ლიდერები, ევროკავშირის ხელმძღვანელებსაც აქვთ პოზიტიური მოლოდინები. ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ტექნიკური დასკვნა იყოს დადებითი. 15 კანონი მივიღეთ,”- აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქუმსიშვილი კი ამბობს, რომ მოთხოვნები 100%-ით არის შესრულებული.

“ყველა ტექნიკური დავალება, რომელიც იყო მოცემული ჩვენ პრაქტიკულად ყველაფერი 100% გვაქვს შესრულებული. ველით 15 დეკემბერს, როდესაც ევროკომისიამ დასკვნა უნდა გამოაქვეყნოს”- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

იტვირთბა....